2025 წლის იანვრის დასაწყისი საქართველოში უნალექო და შედარებით თბილი ამინდებით გველის. 7-9 იანვრის პერიოდში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში უმეტესად მშრალი ამინდი იქნება.. ტემპერატურა სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია, თუმცა ძირითადად პლუს ნიშნულში რჩება, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ზამთრის ტრადიციულ სიცივესთან შედარებით. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ამინდის პროგნოზს თითოეული რეგიონისთვის.
- 7-9 იანვრის განმავლობაში თბილისში უმეტესად მშრალი და უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა 7 და 8 იანვარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსს მიაღწევს.
- შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ამავე პერიოდში ასევე უნალექო ამინდი იქნება. დღისით ტემპერატურა +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
- დასავლეთ საქართველოს დაბლობებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია მშრალი ამინდი, სადაც ტემპერატურა დღისით +15,+17 გრადუსს მიაღწევს.
- მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ასევე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში მოექცევა.
- მაღალმთიან ადგილებში (მესტია, ბახმარო) ამინდი უპირატესად უნალექო იქნება, დღისით ტემპერატურა +8,+10 გრადუსამდე გაიზრდება.
- ქართლის რეგიონში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 7 და 8 იანვარს ტემპერატურა +6,+8 გრადუსი იქნება, ხოლო 9 იანვარს +10,+12 გრადუსს მიაღწევს.
- კახეთის რაიონებში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) დღისით ტემპერატურა 7 და 8 იანვარს +7,+9, ხოლო 9 იანვარს +11,+13 გრადუსი იქნება.
- აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია მშრალი ამინდი, სადაც ტემპერატურა 7 და 8 იანვარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +9,+11 გრადუსი იქნება.
- აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) დღის ტემპერატურა 7 და 8 იანვარს +3,+5, ხოლო 9 იანვარს +6,+8 გრადუსი დაფიქსირდება.