საქართველოში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელ ამინდზე სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს. მისი თქმით, 15 მარტის ჩათვლით ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში შესაძლოა +26°C-მდეც ავიდეს, ხოლო აღმოსავლეთ რეგიონებში ტემპერატურა +25°C-ს მიაღწევს. ასევე, მთიან რეგიონებშიც სითბოა მოსალოდნელი, სადაც ტემპერატურა +15-16°C-მდე მოიმატებს. მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში ისევ შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა, რაც ხელს შეუშლის თოვლის ინტენსიურ დნობას.
სინოპტიკოსის განმარტებით, 2024 წელთან შედარებით, მარტი 2°C-ით თბილი იქნება, ხოლო ნალექები მოსალოდნელზე ნაკლებია. მიუხედავად ამისა, მარტი მაინც ცვალებადი ამინდებით გამოირჩევა.
17-18 მარტს დასავლეთ საქართველოში ნოტიო ჰაერის მასები შემოიჭრება, რაც ნალექიან ამინდს გამოიწვევს, შესაძლოა წვიმაც აღინიშნოს. ზოგადად, მთელი თვის განმავლობაში ამინდის ხშირი ცვლილებებია მოსალოდნელი.
თვის ბოლოსკენ, ჰაერის ტემპერატურა +27°C-მდე აიწევს. თბილისში კი უმეტესად მზიანი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლო დღეებში გაზაფხული სრულად დამკვიდრდება, რაც კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.
მეტეოროლოგიური სამსახურის meteo.gov.ge-ის მონაცემებით, 18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.